ფე ფი ფრ ფს ფუ
ფიზ ფილ

ფიზიკური განვითარება

E. Physical development
Rus. Физическое развитие
ადამიანის ორგანიზმის მორფოლოგიურ და ფუნქციურ მაჩვენებელთა ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს მისი ფიზიკური ძალის მარაგს, ამტანობასა და ქმედუნარიანობას, მზარდი ორგანიზმის ფიზიკური განვითარება დროის ყოველ მონაკვეთში, ახასიათებს ორგანიზმის ფორმირების, მომწიფებისა (ბიოლოგიური ასაკი) და მორფოფუნქციური მდგომარეობის პროცესს. ის ექვემდებარება ბიოლოგიურ კანონებს და დამოკიდებულია სოციალურ-ეკონომიკური და სხვა პირობების კომპლექსზე. ფიზიკური განვითარება მოსახლეობის სანიტარული მდგომარეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9