C T

ად ავ ათ აკ ალ ამ ან არ ას აუ აქ აც
ადი ადრ

ადისონის დაავადება

თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული უკმარისობა, რომელსაც საფუძვლად უდევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის დესტრუქცია და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების – გლუკოკორტიკოიდების და მინერალკორტიკოიდების (ალდოსტერონის) – წარმოქმნის დაქვეითება. 100-დან 80 შემთხვევაში ადისონის დაავადება თირკმელზედა ჯირკვლის აუტოიმუნურ დაზიანებას უკავშირდება. ხშირია თირკმელზედა ჯირკვლის ტუბერკულოზური დაზიანებაც. სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია მეტასტაზური კიბო, ათაშანგი, სარკოიდოზი, ამილოიდოზი, ჰემაქრომატოზი, სოკოვანი ინფექცია. დაავადება თანდათან ვითარდება, ახასიათებს ძლიერი სისუსტე, სწრაფად დაღლა, წონის კლება, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ამენორეა (მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტა).
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9