C T

ძვ ძი ძმ
ძვა ძვლ

ძვლოვანი სისტემა

ძვლოვანი სისტემა ერთმანეთთან სხვადასხვაგვარად დაკავშირებული ძვლებისგან შედგება. ისინი ქმნის ჩონჩხს, რომელიც ძვლების არა ქაოსური კრებული, არამედ მათი კანონზომიერი და ბუნებრივი ერთობლიობაა. ჩონჩხის შემადგენელი ძვლების რაოდენობა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა, თუმცა ცვალებადობის მიუხედავად, მიჩნეულია, რომ, ჩვეულებრივ, ორგანიზმი 806 ძვალს შეიცავს, რომელთაგან 270 ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იქმნება, დანარჩენი კი ასაკის შესაბამისად. მოზრდილი მამაკაცის ხერხემლის სიგრძე საშუალოდ 72 სმ- ია, ქალისა კი 68 სმ. დილით, დასვენების შემდეგ, იგი 2-3 სმ-ით იმატებს, სამაგიეროდ, 5-7 სმ-ით იკლებს მოხუცებულობაში. ჩონჩხის ფორმირება მამაკაცებში 20-25 წლის, ქალებში კი 18-21 წლის ასაკში სრულდება. ძვლოვან სისტემას ქმნის ძვლები, ხრტილები, სახსრები, მყესები, მისი ფუნქციებია: საყრდენი, სხვა ორგანოების დამცავი, მოძრაობითი, სისხლის უჯრედების წარმოქმნა და სამარაგო (ძვალი კალციუმის საცავია).
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9