C T

ძვ ძი ძმ
ძილ

ძილის ფაზები

ღამის ძილი იყოფა ოთხ ფაზად და თითოეულს თავისი დანიშნულება და ფუნქცია აქვს;
1) პირველი ეტაპი ე.წ გარდამავალი ფაზა სიფხიზლესა და ძილს შორის, დაახ. 10 წუთი გრძელდება და ცნობიერება ჯერ კიდევ აქტიურია;
2) მეორე ეტაპი მსუბუქი ძილის ფაზაა და იგივე პროცესები მიმდინარეობს იმ განსხვავებით, რომ გულისცემა და სუნთქვის სიხშირე კიდევ უფრო ნელდება;
3) მესამე ფაზა – ღრმა ძილის ფაზა ყველაზე ხანგრძლივია ღამის პირველ ნახევარში, გულისცემა და სუნთქვა ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს, ტვინის ტალღების სიხშირე კიდევ უფრო მცირდება;
4) მეოთხე ფაზა (პარადოქსული ძილი) – თვალების სწრაფი მოძრაობის ძილია, რომელიც ჩაძინებიდან საშუალოდ 90 წუთის შემდეგ დგება.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9