C T

C-
C-პ C-რ

C-პეპტიდი

ენდოგენურად წარმოქმნილი პროინსულინის სტაბილური ფრაგმენტი, რომელიც მას „ჩამოეჭრება“ ინსულინის ფორმირების დროს. იგი შედგება 31 ამინომჟავის ნარჩენისგან, რომლებიც მდებარეობს პროინსულინის ალფა– და ბეტა–ჯაჭვებს შორის და ბიოლოგიურად არააქტიურია. პანკრეასის ბეტა უჯრედებში ინსულინის მოლეკულის სინთეზის დროს ეს ცილა „ამოიჭრება“ პეპტიდაზებით და ინსულინთან ერთად ხვდება სისხლში. ინსულინი აქტიური არ არის, სანამ C-პეპტიდი არ გამოიყოფა. ეს საშუალებას აძლევს პანკრეასს, შექმნას ინსულინის მარაგი პროჰორმონის სახით. C-პეპტიდის განსაზღვრა გვეხმარება ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9