C T

ყა ყბ ყვ
ყვა ყვი

ყვითელი სხეული

ძუძუმწოვრებსა და ადამიანში შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც ოვულაციის შემდგომ წარმოიქმნება საკვერცხის ფოლიკულის მარცვლოვანი შრისგან. განასხვავებენ ორსულობის და ციკლურ ანუ მენსტრუალურ ყვითელ სხეულს. ჯირკვალი გამოყოფს ჰორმონ პროგესტერონს, რომელიც აუცილებელია ორსულობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. კერძოდ, იგი აუცილებელია ყოველი მენსტრუალური ციკლის დასრულებისათვის, აგრეთვე, შესაძლებელს ხდის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას საშვილოსნოს კედელში და იწვევს სარძევე ჯირკვლის სტიმულაციას ორსულობის ბოლო თვეებში.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9