C T

სა სე სი სკ სო სპ სტ სუ სც
სიმ სინ სის სიტ

სიმსუქნე

კომპლექსური დაავადება, რომელიც ხასიათდება სხეულში დიდი რაოდენობით ცხიმის დაგროვებით. სიმსუქნე არ განიხილება მხოლოდ კოსმეტიკურ ჭრილში. იგი წარმოადგენს სერიოზულ სამედიცინო პრობლემას, რომელიც ზრდის ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკებს.

სიმსუქნესთან ასოცირებულია:
გულის დაავადებები;
დიაბეტი;
არტერიული ჰიპერტენზია;
ზოგიერთი სახის სიმსივნური დაავადება.

განასხვავებენ სიმსუქნის რამდენიმე ხარისხს:
I ხარისხის სიმსუქნე – სხეულის მასის ინდექსი/სმი (წონა/სიმაღლე² ) 30.0-დან 34.9-მდე;
II ხარისხის სიმსუქნე – სმი 35.0-დან 39.9-მდე;
III ხარისხის ანუ მორბიდული სიმსუქნე – სმი ≥40.

Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9