C T

პა პე პი პო პრ პუ
პედ პენ პერ

პერიტონიტი, ფსევდო

დიაბეტური კომის იშვიათი კლინიკური გართულება დიფუზური აბდომინალური ტკივილებით, ხშირი ღებინებით და მოტორული აგზნებით. ზოგჯერ ძალიან რთულია ჭეშმარიტი ნაწლავური ანთებისგან (აპენდიციტი, პერფორაცია) გარჩევა. მისი მიზეზია აციდოზით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ჰიპერმოტორული სტატუსი, ნაწლავის გარკვეული სეგმენტების სპაზმი და მუცლის ფარის მუსკულატურის რეფლექტორული შეკუმშვა. თუ ექიმი გადაწყვეტს ავადმყოფის კონსერვატიულ მკურნალობას, ხშირ შემთხვევაში მეტაბოლური მდგომარეობის მოწესრიგებასთან ერთად ფსევდოპერიტონიტიც გაივლის.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9