(+ 9, 8 ზაქარ. ZAa) სლვის ქანა ZAB.
სიარულიცა არიან მრავალ–სახელ, რამეთუ ყოველთა ცხოველთა სლვანი განიყოფებიან, რამეთუ: ნებიერისა კაცისა სიარულსა უჴმობთ ვ ლ ა ს ა (ს ლ ვ ა ს ა Cb) და ვ ი დ ო დ ა ს ა ეგრეთვე ნავთასა; ხოლო სიარულსა ჭმუნვათა განსაქარვებელთა ანუ სამოთხესა (სამოთხვასა Cb), და ასპარეზსა (ასპარეზთა Cbq) შინა ნებიერ სიარულსა (ვლასა Cq) უწოდენ მ ო თ ხ ვ ა ს ა, რომელსა ვიეთნი ს ე ე რ ნ ო ბ ა დ სახელ–სდებენ; ხოლო კაცთა უჩქარესად სიარულსა ეწოდების გ ვ ა ლ ე და ზოგად კაცთა სიარულსა – ტ რ ვ ა, გინა ტ ა რ ე ბ ა; მალიადობასა – ს რ ბ ა; შეშინებულისა მიერ სრბასა – ლ ტ ო ლ ვ ა; მაღალსა კისკასად რეცა შეფრენასა – ხ ლ დ ო მ ა; უსაქმოდ და უბადოდ სიარულსა – ტ ა ნ ტ ა ლ ი; სანდომსა სლვასა – გ ო გ მ ა ნ ი; სნებო(ვ)ანისა მიერ უსუსურსა სიარულსა – ღ ო ნ ღ ი ლ ი; (+ ფერჴ–გადგმით სლვასა – ბ ა ჯ ბ ა ჯ ი Cab); ჩჩვილთაგან ოთხზე სიარულსა – ჩ ო ჩ ვ ა და ბ ო რ დ ღ ვ ა; მუცლითა და ბარკლითა სიარულსა – ც ო ც ვ ა; კაცთა მიერ მუცლით ცოცვასა ნადირთათვის მისაპარავად – ც ო რ ვ ა; მოგზაურთაგან სიარულად ი ა რ ე და ჟ ა რ ე ც ითქმის. პირუტყვთ(ა) ყოველთა სლვათა ს ი ა რ უ ლ ი; მათსავე მალიად სიარულსა – რ ბ ე ნ ა და ჭ ე ნ ე ბ ა; პირუტყვთ კისკასად რეცა შეფრენასა ხ ლ ტ ო მ ა; მათსავე ჰაერში გრძლად გახელტასა – ლ ი ვ ლ ი ვ ი; ჭენებისა და სიწყნარის სლვის საშუალსა – ძ უ ნ ძ უ ლ ი; პირუტყვთ ავს სიარულსა – ჩ ა ქ ჩ ა ქ ი; კეთილისა ცხენისა გოგმანით (სიარულსა – მ ე რ ნ ო ბ ა და ავად სიარულსა– ჯ ა გ ჯ ა გ ი; (+ ფერჴი რომ ვერ ანდოს და ავად იარებოდეს – ბ ო ბ ვ ა Cab); სხვისა ცხენისა სხვარიგ კეთილ სიარულსა – თ ო ხ ა რ ი კ ო ბ ა; უბადოსა ცხენისა ავად სიარულსა – ჩ ა ნ ჩ ა ლ ი; ფრინველთა კეთილად სლვასა – გ ო გ ვ ა და ავად სლვასა – ლ ა ხ ლ ა ხ ი; გველთა სლვასა – გ ლ ი ნ ვ ა; მძრომთასა – ძ რ ო მ ა; ჭიათა და ბობოლ(ა)თასა ღ ო ღ ვ ა; მელთასა – ც უ ნ ც უ ლ ი C. სიარულიცა არიან მრავალ–სახელ, რამეთუ ყოველთა სახეთა სლვანი განიყოფებიან: რამეთუ ნებიერისა კაცისა სიარულსა უჴმობთ ვ ლ ა ს ა და ვ ი დ ო დ ა ს ა, ეგრეთვე ნავთასა; ხოლო კაცთა უჩქარეს სიარულსა – გ ვ ა ლ ე; ზოგად კაცთასა – ტ რ ვ ა ს ა გინა ტ ა რ ე ბ ა ს ა; მალიადობასა – ს რ ბ ა ს ა; შეშინებულისა მიერსა სრბასა – ლ ტ ო ლ ვ ა ს ა; მალსა კისკასად რეცა შეფრენასა – ხ ლ დ ო მ ა ს ა; უსაქმოდ და უბადოდ სიარულსა – ტ ა ნ ტ ა ლ ს ა; სანდომად სლვასა – გ ო გ მ ა ნ ს ა; სნებოანის მიერ უსუსურსა სიარულსა – ც ო ც ვ ა ს ა; კაცთა მიერ მუცლით სლვასა ნადირთა მიპარვად – ც ო ც ვ ა ს ა; მოგზაურთაგან სიარულად ი ა რ ე და ჟ ა რ ე ც ითქმის. პირუტყვთა ყოველთა სლვათა – ს ი ა რ უ ლ ს ა; მათსავე მალიად სიარულსა – რ ბ ე ნ ა ს ა და ჭ ე ნ ე ბ ა ს ა; პირუტყვთ კისკასად რეცა შეფრენასა – ხ ლ ტ ო მ ა ს ა; მათსავე ჰაერში გრძლად გახელტასა – ლ ი ვ ლ ი ვ ს ა; ჭენებისა და სიწყნარის საშუალად სლვასა – ძ უ ნ ძ უ ლ ს ა; პირუტყვთა ავსა სიარულსა – ჩ ა ქ ჩ ა ქ ს ა; კეთილისა ცხენისა კეკელად სიარულსა – მ ე რ ნ ო ბ ა ს ა და ავად სიარულსა – ჯ ა გ ჯ ა გ ს ა; სხვას ცხენის სხვა რიგ კეთილ სიარულსა – თ ო ხ ა რ ი კ ო ბ ა ს ა; უბადოს ცხენის ავად სიარულსა – ჩ ო ხ ჩ ა ლ ს ა; ფრინველთა კეკელად სლვასა – გ ო გ ვ ა ს ა და ავად სლვასა – ლ ა ხ ლ ა ხ ს ა; გველთა სლვასა – გ ლ ი ნ ვ ა ს ა; მძრომთასა – ძ რ ო მ ს ა; ჭიათა და ბობოლათა – ღ ო ღ ვ ა ს ა D. ხოლო სიარულიცა არს მრავალსახელ, რამეთუ ყოველთა ცხოელთა სლვანი განიყოფებიან: ნებიერისა კაცისა სიარულსა უჴმობთ ვ ლ ა ს ა და ვ ი დ ო დ ა ს ა; ხოლო უჩქარეს სიარულსა გ ვ ა ლ ე; ზოგად კაცთასა – ტ რ ვ ა ს ა; მალიადობასა – ს რ ბ ა ს ა: შეშინებულისა მიერსა – ლ ტ ო ლ ვ ა ს ა; მალსა კისკასად შეფრენასა – ხ ლ დ ო მ ა ს ა; უსაქმოდ და უბადოდ სიარულს – ტ ა ნ ტ ა ლ ს ა; სანდომსა სლვასა – გ ო გ მ ა ნ ს ა; სნებოანისა მიერ უსუსურს სიარულსა – ღ ო ნ ღ ი ლ ს ა; ყრმისაგან ოთხზე სლვასა – ჩ ო ჩ ვ ა ს ა; მუცლითა და ბარკლით სიარულს – ც ო ც ვ ა ს ა; კაცთა მიერ მუცლით მიპარვასა ნადირთასა – ც ო რ ვ ა ს ა. პირუტ[ყვ]თა ყოელთასა – ს ი ა რ უ ლ ი; მათსავე მალე სიარულსა – რ ბ ე ნ ა და ჭ ე ნ ე ბ ა ს ა; პირუტყვთა კისკასად შეფრენასა – ხ ლ ტ ო მ ა ს ა; გრძლად და მაღლა მათსავე გახელტასა – ლ ი ვ ლ ი ვ ს ა; ჭენებისა და სიწყნარის საშუალსა – ძ უ ნ ძ უ ლ ს ა; პირუტყვთა ავს სიარულსა ჩ ა ქ ჩ ა ქ ს ა; კეთილის ცხენის ავად სიარულსა – ჯ ა გ ჯ ა გ ს ა; უბადოს ცხენის ავად სიარულსა – ჩ ა ნ ჩ ა ლ ს ა; ფრინველთა კეთილ სიარულსა – გ ო გ ვ ა ს ა; ფრინველთა ავად სვლასა – ლ ა ხ ლ ა ხ ს ა; გველთა და მისთანათასა – ძ რ ო მ ა ს ა; ჭიათა და ბობოლთასა – ღ ო ღ ვ ა ს ა E.