ხოლო სათანადო არს ცნობად, ვითარმედ ფილასოფოსნი საჭიროსა ორგვარად იტყვიან: რამეთუ საჭიროდ უწოდენ ანუ საჴმარსა, ანუ წინა–უკმო განწვალებულსა საგებისასა; საჴმრად ვიდრემე იტყვიან შესაწევნელად (შესაწევნელსა CqD) რაჲსა(მე) მიმართ, ვითარ–იგი შესხმასა, ჩაცმასა, რამეთუ შეეწევის უდარესისა მიმართ არგანხრწნისათვის სხეულთა და ესრეთ გებად უმრავლეს ჟამიერად; ითქმის უკვე საჭიროდ, ვითარ ვთქუ, წინა–უკმო განწვალებულიცა საგებელისაჲ (საგებისაჲ D), რომლისა თვინიერ ყოფაჲ შეუძლებელ არს, ვითარ საჭირო არს მქონებელთა სამშვინ(ვ)ელისათა აღმოფშვინვაჲ უეჭველად, რათა ცოცხალ იყვნენ; ვინაცა საჭიროდ ითქმის წიგნი ესე CD2.
2აღებულია ამონიოსის წიგნიდან: "მოსაჴსენებელი ხუთთა ჴმათადმი" (A-250, 67 r-v).
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |