კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კპ კრ კუ
კობ კოდ კოზ კოთ კოკ კოლ კომ კონ კოპ კოჟ კორ კოს კოტ კოფ კოწ კოჭ კოხ

კოდი

  1. გულამოთლილი მორისაგან გაკეთებული, სხვადასხვა ზომის, ცილინდრისებური ფორმის ხის ჭურჭელი, იხმარება მარცვლეულის საწყაოდ
     
    კოდი ხუთფოხალიანია, 3 ფუთი და 30 გირმაქა ჩადის შიდა (ქვები); ხუთი ფოხალი ჩადის კოდში, ფოხალში 10 ოყა გამოდიოდა (ზვარე); კოდში ოთხი ბათმანი ჩადის, ბათფანში 11-12 კილო (ღორეშა).
  2. ჭირნახულის შესანახავი ჭურჭელი
     
    ჭირნახულს ვინახამთ კოდში (ზედუბანი).
  3. საფქვილე
     
    კოდი ფქვილის შესანახავი ჭურჭელია. მასში 80-100-150 კილოგრამამდე ჩადის, კოდი მზადდება ცაცხვის ხისგან, რომელსაც შუა ნაწილი ხშირად გამოალპება. ასეთ ფუღუროიან ხეს მოჭრიან, გათლიან გარედან და შიგნიდან, ერთ მხარეზე სხვა ფიცარს გამოუყენებენ ისე, რომ ფქვილი არ დაიბნეს, და დაახურავენ ხის სახურავს ან ფქვილის საზელ გობს (ვახანი).
  4. ქვიტკირის ან ხის წყალსაცავი, რომელსაც უერთდება ხის ღარი
     
    აქედან გადმოსული წყალი აბრუნეფს წისქვილს. წისქვილისათვის კოდს ვაკეთეფთ ან ქვიტკირისას, ან ხისას (სვერი).
  5. ფუტკრის სადგომი
     
    დაჭრიდენ ფუღუროიან ხეს თითო მეტრის სიგრძისად, მას კოდი ეწოდებოდა. კოდში ყავდათ ფუტკარი (ვახანი).
  6. თიხის დიდი მილი, რომელიც გამოყენებულია ჭურების სასულედ
     
    დიდ ჭურეფს დავგლისამთ აყალოთი, რო წყალი არ ჩევიდეს შიდა. აყალოში გავაკეთეფთ სასულეს. დიდი თიხის მილი აქ დიდ ჭურეფს სასულეთ, ქვია კოდი (შუქრუთი).
    Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 201.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9