ჯა ჯგ ჯე ჯვ ჯი ჯლ ჯმ ჯო ჯუ
ჯიბ ჯიგ ჯილ ჯიმ ჯინ ჯირ ჯის ჯიშ ჯიჯ

ჯინი

  1. ყურძნის ჩასაყრელი, წნელისაგან მოწნული მრგვალი, ფართო ან ძარის მოყვანილობის დიდი გოდორი, რომელიც ურემზე თავსდება
     
    ყურძენი მოაქთ ჯინით, სიმიდი – ძარით. ჯინი უფრო მორჩილია, ძარი – მოზრდილი (ტაბაკინი); ყურძენს ვკრიფამთ ხელკალათეფში, ვწიკამთ სასწორზე, რო აწონიან, ჩავყრით ჯინეფში (უჩამეთი); ყურძენს პირველათ ყრიან გოდორში, მერე გოდრეფს ცლიან ჯინში (სანახშირე); ჯინი გასაცლელია (საბე); რაღათ გინდა ჯინები, ხ'ვარ კრიფამ ჯერეთი? (შროშა).
  2. იგივეა, რაც ძარკუნტი
     
    ჯინი ორ ჯოხზეა გაკეთებული საბუდარივით და იხმარება ნაგავისა და ნაკელის გამოსატანათ. ჯინი ძარის მნიშვნელობით ყურძნის გასატანათ აქ არ იხმარება (ბაჯითი); ყანაში გააქთ ბოსლებიდან ნაკელი მოსავლიანობის გასადიდებლათ სპეციალურათ წკნელისაგან მორაგული ჭურჭლით, რომელსაც ჯინი ეწოდება (ვახანი).
  3. იგივეა, რაც ჯანაბირი
     
    ჯინს ვეძახით ჩვენ ბზის მისატანს, წვრილი წკნელით არი მოწნული (ჭარტალი, წიფა).
  4. იგივეა, რაც საცეხავი
     
    ჯინი არ იხმარება, როგორც ყურძნის ჩასაყრელი გოდორი. იხმარება, როგორც სიმინდის დასაცეხვი; მოწნულია წნელისაგან, ძირად აქვს ერთმანეთისგან დაცილებული ფიცრები, რომ მარცვლები ძირს ჩაცვივდეს. სიმიდს ყრიან და დასაცეხვავათ ურტყამენ კეტს, ჯინი ამისთვის გამოიყენება (მანდაეთი).
    Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 529.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9