ძა ძგ ძე ძვ ძი ძლ ძმ ძნ ძო ძრ ძუ
ძაა ძაგ ძალ ძან ძარ ძაღ ძახ

ძარი

  1. ურემზე დასადგმელი წნელით მოწნული გრძელი, მაღალკედლიანი ურმისოდენა სათავსი გაურჩეველი ტარო სიმინდისა და ყურძნის საზიდავად
     
    მოტეხილ სიმიდს ურმით ეზიღებიან სახლეფში, ურემზე დებენ წკნელისაგან მოქსოვილ ჭურჭელს, რომელსაც ძარი ქვია. ძარი იმხელაა, რამხელაც ურემია. ძარში 300-400 კილოგრამი გაურჩეველი სიმიდი ჩადის (ვახანი); ძარი გძელია, მოწნულია. შეიძლება იელითაც მეიწნას და შქერითაც. იხმარება სიმიდის ჩასაყრელათ (სანახშირე); ყურძენს ხელკალათით ვკრიფამთ, ვყრით ჯინში. ძარით მოგვაქ სიმიდი (ღორეშა); სიმიდს რო ვტეხთ, ტაროეფს ვყრით კალათში, მერე გოდორში და მერე ძარში. ჯინი ურემზე ორი დევს, ძარი - ერთი (ტაბაკინი); სასიმიდეში მიგვაქ სიმინდი გოდრებით, თუ შორს არი, ძარში ვყრით. ყურძენი მიგვაქ გოდრებით, კოდებით (ლიჩი); კალათებიდან ყურძენსა ყრიან ძარში, როცა დგას ურემზე (ლეღვანი); გოდრებით იდგმება ყურძენი ურემზე. როცა გოდრები არაა, ძარში ჩავყრით (ქვები).
  2. სასიმინდე, ნალია
     
    ძარს უძახით სასიმიდესა (წიფა), სიმიდი გასაყიდი მქონდა, ვამსებდი ემ ძარს (იქვე); ძარს უძახით სასიმიდეს, ნალიას (ზვარე).
    Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 468.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9