ჩა ჩდ ჩე ჩვ ჩი ჩლ ჩმ ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩხა ჩხი ჩხმ ჩხრ ჩხუ

ჩხირა || ჩხირა ვენახი

  1. დაუმყნობელი ვენახი, რომელიც გაშვებულია მსხმოიარე ვაზზე აჭრილი ლერწის (ჩხირების) დარგვით
     
    ჩხირა ვენახი ყოველგვარი ჯიშის არსებობს. ჩხირას იმიტო უწოდებენ, რო გადაწინდვით ან გემრიელის ლერწით არი გაშენებული და ჩხირივით წვრილი ძირები აქ ნამყენ ვენახთან შედარებით. ნამყენი ვენახივით არ მსხვილდება (შროშა); ჩხირა ვენახი რო წახთა, მერე მოიგონეს ეს ნამყენი ვენახი. რკოი იყო ჩხირა, პაწია ვენახი იყო, დაბალი და მიტო ეძახდენ ჩხირას (ვახანი); ჩხირა ვენახი ძველი დროის უნამყენო ვაზია, რომელიც დარგულია ლერწით, უწესრიგოთ, რიგეფში არ არი. ჩვენთან მეტი წილი ჩხირა ვენახი არი ციცქა. სარი უსვია, აპა არ უსვია?! (ტაბაკინი).
  2. ახლად ჩაყრილი ვაზი, რომელსაც საყრდნობად სჭირდება ჩხირი, - წვრილი ჭიგო
     
    ვენახი თუ იქნება ახალშენი, ჩხირა ვენახი რო არი, წვრილ ხარდანს - ჭიღვას დოუსოფთ (საღვინე).
    Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 459.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9