ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ ტყ
ტობ ტოვ ტოლ ტომ ტონ ტორ ტოტ ტოფ ტოღ

ტორმუზი

Rus. тормоз
მუხრუჭი თავდაღმართში ურმის მოძრაობის შესანელებლად
 
ტორმუზია ურმის თვლების წინ, ზესადგრის ქვევით, რკინის ოთხკუთხედ სალტში მოთავსებული გძელი ხე, რომელზედაც გამობმულია მავთული. იგი უერთდება ხელნისთავში დამაგრებულ რკინაზე თავკავს. თავკავს უბია ბაწარი, რომელსაც თავდაღმართში გადმოწევენ და თავკაი ტორმუზს გააჩერეფს და ურემი წავა ნელა (მანდაეთი); ტორმუზი ყოველთვის იმ მხარეზეა, სადაც ბორბალი მოძრაობს. მარჯვენა მხარეზე, ურმის თვლების წინ და ზესადგრის ქვემოთ, გაკეთებულია გძელი ხე. ამ ხეში გაყრილია რკინა ორგან, რომელიც გამოდის ზესადგრის უკანა გასაყარში მავთულით და უერთთება ტორმუზის შოლტს (მოხვა); ურმის გოგრაზე წინა მხრიდან ყოველთვის დამაგრებული არის მოძრავად ტორმუზი, რომელზედაც მიმაგრებულია ბელიში, რომ არ გაცვდეს ტორმუზის ხე (ქვაციხე).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 368.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9