ბა ბდ ბე ბზ ბი ბლ ბო ბჟ ბრ ბუ ბღ ბწ ბჭ
ბაა ბაბ ბაგ ბად ბაზ ბათ ბაკ ბალ ბამ ბან ბაჟ ბარ ბას ბატ ბაღ ბაყ ბაჩ ბაძ ბაწ ბაჭ ბახ

ბაზალეთური ცოლიკაური

თეთრყურძნიანი ვაზის უძველესი ჯიში, რომელიც გავრცელებულია ბაზალეთში და მის მახლობლად მდებარე ხარაგოულის რაიონის სხვა სოფლებშიც. სახელწოდება სოფელ ბაზალეთიდან მომდინარეობს. ობჩურასაგან განსხვავებით, აქვს მდედრობითი ტიპის ყვავილი, უფრო მეჩხერი მტევანი და წვრილი მარცვალი.
 
მისგან დგება კარგი სუფრის ღვინო ცოლიკაური არის ბაზალეთური და ოფჩურა (უჩამეთი); ბაზალეთური ცოლიკაური ყვითლად მწიფდება, უფრო წვრილმარცვლიანია, მაგრამ მეტი შაქრიანობა აქვს და მაგარი ღვინოც დგება, ოფჩური უფრო მსხვილმარცვლიანია, მომწვანო ფერზე მწიფდება (ტაბაკინი).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 43.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9