სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სრ სტ სუ სხ
სა საა საბ საგ სად სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

საბძელი

საქონლის საკვების შესანახავი ნაგებობა, რომელიც შეიძლება მოწნული იყოს, შეიძლება ფიცრულიც, ზოგჯერ კეთდება ზვინქვეშ (ამ მხრივ იგი კორომის მსგავსია.
 
საბძელი ხისაც შეიძლება და წკნელისაც (წიფა); საბძელია წკნელისაგან მოწნული კარავი, რომელსაც თავი დახურული აქ ჩალით (ღორეშა, სვერი); ბზეს ინახავენ საბძელში და პურს – ბეღელში (მერჯევი); საბძელი ბოსელს ადგია ზეიდანი და ყრია საკვები (მოხვა); საბძელია ზვინქვემ წკნელით რგვალათ გამორაგული ადგილი, სადაც ფუჩეჩს, სიმიდისა და ლობიოს ნარჩენეფს ყრიან (უჩამეთი, განთიადი).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 317.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9