ბა ბდ ბე ბზ ბი ბლ ბო ბჟ ბრ ბუ ბღ ბწ ბჭ
ბაა ბაბ ბაგ ბად ბაზ ბათ ბაკ ბალ ბამ ბან ბაჟ ბარ ბას ბატ ბაღ ბაყ ბაჩ ბაძ ბაწ ბაჭ ბახ

ბადიმი

ჭურებისა და ქვევრების სარქველი ხისა, იშვიათად ბლის, ცაცხვის თუ წაბლის ტყავისა. შეიძლება მთლიანი იყოს, შეიძლება შედგებოდეს ორი ნახევარსფეროსაგან (ნახევარწრისაგან)
 
დიდ ჭურებს ეხურება უპირატესად ორი ნახევარსფეროიანი ბადიმი, რომელიც შუაში ამოჭრილია ორშიმოსათვის და ახურავს ხის მრგვალი ფირფიტა, – სარქველი (ზოგიერთ სოფელში სწორედ ამას ეძახიან ბადიმს, ხოლო ბადიმს – სარქველს, რომელიც აიხდება ღვინის ამოღების დროს, ღვინის გადაღებისას კი ხდიან ბადიმსაც). ქვევრებს ბადიმები არ უნდა, აბურავენ მხოლოდ სარქველებს (ლეღვანი, ღორეშა, ხიდარი, ზვარე, მორძგვეთი, ვახანი). საჩხერის რაიონსა და ჭიათურის რაიონის მეტწილ სოფლებში იხმარება მხოლოდ ბადიმი. ქვევრსაც და ჭურსაც ბადიმები ეხურება და არა სარქველი. დიდ ბადიმს, შუაში აქ ამოჭრილი და იმაზე კიდევ მეორე ბადიმი ეფარება (არგვეთი); თუ ჭური დიდია, უნდა დიდი ბადიმი, რომელსაც შუაში ამოჭრილი აქვს და ეხურება ერთიანი ან ორად გაყოფილი ბადიმი. სარქველი აქ არ იხმარება, სარქველი ქოთნის თავსახურავია, აქ მხოლოთ ბადიმები ვიცით (წყალშავი). ხევში, ლიჩსა და ღოდორაში სარქველი ხისაა, ხოლო ბადიმი კეთდება წაბლის, ცაცხვის ან ბლის კანისაგან, რომელიმე ამ მცენარის კანს დაალბობენ წყალში, შემოჭრიან ჭურის ზომაზე და ახურავენ ჭურს. ზევიდან აფარებენ ხის სარქველს, რომელიც ან მთლიანია, ან ორად გაყოფილი. ზესტაფონის რაიონის ზოგ სოფელში ბადიმი არ იხმარება: „ბადიმი სულ არ გამიგონია, ჩვენ სარქველს უძახით" (პირველი სვირი).
Synonym: ქვემო იმერეთი ორგო - ზედა დიმი, უხუთი
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 42-43.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9