რა რგ რე რვ რი რკ რო რრ რუ რქ რღ რჩ რც რძ რწ
როდ როკ როპ როფ როშ როძ როჭ როხ

როფი

იგივე, რაც ონჯარო
 
როფი იხმარება სხვადსხვა დანიშნულებით როფში ჩასხმული წყალი აცივებს საარაყე ქვაბის მილს, რომელიც მასში გადის, და სითხედ აქცევს არაყის ორთქლს. საოტკე ქვაფს უერთდება მილი, რომელიც გაყრილია როფში. როფია ხის ჭურჭელი, რომელშიც ქვაბიდან გადის სპილენძის მილით ოტკა; ორთქლს აცივეფს როფში ჩასხმული წყალი (ღარიხევი). || ფუტკრის დასაბინავებელი გულამოთლილი მორი, - სკა . როფი ფუტკრის სადგომია (ქვაციხე); მორი რო გახერხო შუაზე და გული გამოუღო ორივეს იმ გულამოღებულში არი ფუტკარი. მორს მეორე ნაჭერი ეხურება როგორც თავი. როფს ზოგან ეძახიან გეჯას (სანახშირე). || ღორებისა და, საერთოდ, საქონლის საჭმლის დასაყრელი ჭურჭელი. ღორეფს ვაჭმევთ როფში საჭმელს (ლეღვანი), როფი საქონლისათვის საჭმელის მისატანი ჭურჭელია (ხიდარი). || როფში ამარილებენ ღორის ხორცს. ღორის ხორცი მაქ დამარილებული როფში (ქვაციხე). || საწნახლის მსგავსად გულამოთლილი ჭურჭელი, რომელშიაც ჩეჩქვავენ საარაყე ხილს როფში ხილიც იჩეჩქვება, საწნახლის მსგავსათ არი ხე ამოჭრილი (იქვე). || ნაკელის გადასატანი ჭურჭელი. როფში ღორეფს ვაჭმევთ, ხორცს ვამარილეფთ, მარა ისიც როფია, რაკელი რო გადაგვაქ (ზარანი).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 313.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9