ობ ოგ ოდ ოვ ოთ ოკ ოლ ომ ონ ორ ოტ ოუ ოფ ოქ ოყ ოშ ოჩ ოც ოხ ოჯ
ორდ ორთ ორკ ორმ ორო ორტ ორღ ორყ ორშ ორჩ ორძ ორჭ ორხ ორჯ

ორხელი

თიხისაგახ, თუნუქისაგან, სპილენძისა ან იშვიათად აყიროსაგან გაკეთებული ორგრძელტარიანი ჯამი ქვევრებიდან ნარეცხი წყლისა და (სათხევლის უქონლობისას) თხლის ამოსაქცევად
 
ჭურში რო წყალია ამოსარეცხი, იმას ორხელით ვიღეფთ. ორხელი თიხისაც არი და სპილენძისაც, გაჭრიან აქეთ-იქით და დაადებენ ორ ტარს (ქვები); ორხელისათვის ჩვენ თიხის ჭურჭელს გავხვრიტავთ სამ ადგილზე კედლეფში და ძროში, და ამოუყრეთ ბაწარს. ძროში გაყრილი ბაწარი მიკრულია ლერწმის ჯოხს, კედლეფში გაყრილ ბაწარს მიაკრავენ მეორე ჯოხს და იღებენ ამით ქვევრის რეცხვის დროს წყალს. დიდი ჭურებიდან ვედრით ვიღეფთ (სანახშირე); ორხელი ჭურის რეცხვის დროს წყლის ამოსაღებია, თხლესაც ვიღეფთ (ხიდარი); ორხლის ტარზე დავკარი ე თვალი და დამიბრმავდა (ღორეშა).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 296-297.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9