მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მჭ
მეზ მეთ მელ მეო მეტ მეუ მექ მეც მეწ

მეწყრული პროცესების სტადიები

Rus. Стадии оползневого процесса
E. Landslide process stage
ვ. სლავიანოვის მიხედვით გამოყოფენ 4 სტადიას: 1) ფერდობების მდგრადობის თანდათანობითი შემცირება. მაგალითად, მდინარისგან ყოფილი მდგრადი ფერდობის ძირის გამორეცხვა; 2) საწყისი და (კალსეული ადგილობრივი დეფორმაციები ნაპრალების წარმოშობის შედეგად; 3) მეწყრის მოძრაობა; 4) დროებითი წონას წორობა; ი. ტრაჟცინსკის მიხედვით გამოიყოფა ორი სტადია: 1) ხისტი ქანების ბლოკების მცირედი გადაადგილება თიხოვანი ნალექების ნელი პლასტიკური მოძრაობით, ფერდობის სიღრმითი ცოცვის შედეგად; 2) ქანების მასივის სწრაფი გადაადგილება (ჩამოსრიალება), რომელიც გამოწვეულია ქანების საგებ თიხებში მკვეთრი ძვრითი დეფორმაციებით; ემილიანოვას მიხედვით გამოიყოფა სტადიები: 1. მეწყრის მომზადება (ფერდობის საერთო წონასწორობის გაუარესება); 2. ძირითადი გადაადგილება (საერთო წონასწორობის აღდგენა); 3. მეორადი გადაადგილება (ფერდობის ლოკალური პირობების წონასწორობის აღდგენა); 4. სტაბილიზაცია.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9