გა გე გვ გლ გნ გო გრ გუ
გრა გრი გრუ

გრუნტის კუმშვადობა

Rus. Сжимаемость грунтов
E. Ground (soil) compressibility
გრუნტის თვისება - დეფორმაცია განიცადოს, შემცირდეს მოცულობაში გარე დატვირთვის შედეგად. კუმშვადობის ხარისხი და მოვლენა, რომელიც ხდება კუმშვის დროს, დამოკიდებულია გრუნტის ხასიათზე და სტრუქტერაზე. ქვიშიანი გრუნტების შეკუმშვა დამოკიდებულია ცალკეული მარცვლების ურთიერთგადანაცვლებაზე, ხოლო დიდი წნევის დროს მათ მსხერევაზეც. ამ ტიპის გრუნტის შეკუმშვა ხდება სწრაფად და დამოკიდებული არ არის ტენიანობაზე. თიხიანი ქანების კუმშვადობა დამოკიდებულია მათ მინერალოგიურ შედგენილობაზე, დისპერსიულობის ხარისხზე. გაცვლითი კათიონების შედგენილობაზე, ფორიანობაზე, ასევე ქანის მდგომარეობასა და შეკუმშვის პირობებზე. ჰიდროფილური მონთმორილონიტური თიხები ხასიათდებიან შედარებით მეტი კუმშვადობით, ვიდრე კაოლინიტური. ცდის ჩატარების ერთსა და იმავე პირობებში თიხიანი ქანების კუმშვადობა მით მეტია, რაც უფრო მეტია მათი დისპერსიულობა. რაც უფრო მეტია ფორიანობა, მით უფრო მСეტია კუმშვადობის აბსოლუტური სიდიდე.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9