Rus. Бархан (ы)E. Barkhan უდაბნოსა და ნასევარუდაბნოს ქვიშის რელიეფის მოძრავი ბორცვები, ორიენტირებული ქარის მიმართულების განედურად, მყარ გრუნტზე დახროვებული ცალკეული და ჯგუფური ბარსანები ქვიშის ნაკლებობისას დაბალია (0.5-დან რამდენიმე მეტრამდე), მაგრამ შეიძლება 100 მ-ზე მეტ სიმაღლესაც მიაღწიოს. ბარხანებისათვის გეგმაში დამახასიათებელია ნასევრადმთვარისებური ან ნამგლისებური მოხაზულობა, გრძელი და დამრეცი (5-)49), საქარე და ციცაბო (30-339) მყუდრო ფერდობები, რომლებიც ქარის მიმართულებით წაგრძელებულ „რქებში“ გადადის. ქვიშით მთლიანად დაფარულ ფერდობზე, ქარის სხვადასხვა რეჟიმის პირობებში, ბარხანები სხვადასხვა ფორმას იძენენ და წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრიდან ასეულ მეტრამდე შეიძლება გადაადგილდნენ.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.