ლა ლი ლო
ლაგ ლამ ლან ლარ ლატ

ლანდშაფტის განვითარება (ევოლუცია)

Rus. Развитие (эволюция) ландшафтов
E. Landscape development (evolution)
ლანდშაფტის განვითარება განპირობებულია როგორც გარე ფაქტორების შეცვლით, ასევე შინაგანი მიზეზებით. ინვარიანტების შეცვლა შეიძლება მოხდეს როგორც ბუნებრივი პროცესებით, ასევე ანთროპოგენურ - ტექნოგენური ზემოქმედებით. ჩვეულებრივ პირობებში ინვარიანტების შეცვლა ხდება თანდათანობით, მაგრამ შესაძლებელია სწრაფადაც, რომელიმე კატასტროფული ბუნებრივი ან ტექნოგენური პროცესების შედეგად. ასეთ შემთხვევაში ხდება ინვარიანტების დაშლა და ამრიგად ამის შედეგად საქმე ეხება არა ლანდშაფტის განვითარებას, არამედ მის დეგრადაციას. ლანდშაფტის განვითარების მიმართულების ცოდნა და აღრიცხვა აუცილებელი წინაპირობაა მისი პროგნოზირებისათვის.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9