ღა ღვ ღი ღრ
ღვა

ღვარცოფსაწინააღმდეგო ღონისძიებანი

Rus. Противоселевые мероприатья
E. Antimudflow arrangement (meosures)
ღვარცოფებთან ბრძოლა სხვადასხვა სახალხო მეურნეობის ობიექტების დაცვის მიზნით, რომელიც უმეტესწილად ხორციელდება კომპლექსურად: სამეურნეო - ორგანიზაციული, სატყეო - მელიორაციული, აგროტექნიკური და საინჟინრო - ჰიდროტექნიკური ღონისძიებებით. პირველს - სამეურნეო - ორგანიზაციულს ეკუთვნის ფერდობის ნაკადის რეგულაცია და ღვარცოფნაკადის გამაფრთხილებელი სამსახური; მეორეს - ფერდობის გატყიანება, ტყის გაშენება მდინარის კალაპოტების გასწვრივ და გამოტანის კონუსებზე; მესამეს - საინჟინრო - ჰიდროტექნიკურს ახორციელებენ ღვარცოფების აუზის კალაპოტებში. მათი გამაგრებისა და სტაბილიზაციის მიზნით. მათ მიეკუთვნება ღვარცოფდამჭერი, ღვარცოფგამშვები, ღვარცოფმიმმართველი, ნაპირსამაგრი, ღვარცოფჩამშვები, გვირაბების გაყვანა ღვარცოფების „მკვდარ“ ნაკადებში და სხვა.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9