Rus. ОползаниеE. Sliding, slipping გეოლოგიური მოვლენა, რომელიც შეიმჩნევა ფერდობზე, ნაყარის ფერდობზე, კარიერის ბორტებზე და სხვ. ხასიათდება ქანების მასივის გადაადგილებით. 1. დენუდაციის ფორმა, რომელიც მოიცავს სამ ელემენტარულ პროცესს: ბლოკური ტიპის მეწყრების გადანაცვლებას; მეწყრული - ნაკადების მოძრაობასა და ჩამოცურებას (Шанцер. 1966); 2. გრუნტის სრიალით მოძრაობის პროცესი, ქანების მასის გადაყირავების გარეშე (Трифонов. 1966); 3. გრუნტის მასის დასრიალება ფერდობზე მასივის ბლოკებად დანაწილების შედეგად, რაც გამოწვეულია დატენიანებით და სიმტკიცის დაქვეითებით ყინულისა და გრუნტის კონტაქტზე (Жигарев. 1975); 4. სხვადასხვა ტიპის მეწყრების მოძრაობა.
Synonym: კრიპი
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.