ლა ლი ლო
ლაგ ლამ ლან ლარ ლატ

ლანდშაფტის დატვირთვა

Rus. Нагрузка ландшафта
E. Landscape load
ანთროპოგენურ - ტექნოგენური ზემოქმედების გავლენა ლანდშაფტზე. ლანდშაფტის დატვირთვის ქვეშ იგულისხმება ანთროპოგენურ - ტექნოგენური ზემოქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ლანდშაფტის ცალკეული კომპონენტების თვისებების ცვლილებები და არსებული სოციალ - ეკონომიკური ფუნქციების დარღვევა, ბუნების დაცვის მიზნით გათვალისწინებულია ლანდშაფტის ყველა სახეობისთვის მისი შესატყვისი განსაზღვრული დატვირთვის ნორმა, რომელიც არ იწვევს სოციალ - ეკონიმიკური ფუნქციის დარღვევას. კრიტიკულ ან უაღრესად დასაშვებ დატვირთვად ითვლება ისეთი დატვირთვა, რომლის ზემოთაც ხდება ლანდშაფტის სტრუქტურისა და მისი ფუნქციის დარღვევა. დატვირთვის ნორმის გადამეტებისას ბუნებრივი თვისებები შეიძლება მკვეთრად დაირღვეს და მოხდეს მთელი ანთროპოგენური ლანდშაფტის შეცელა. ლანდშაფტზე დატვირთვის ნორმის შესწავლა და განსაზღვრა მისი ზღვრული დასაშვები დატვირთვის მიზნით მეტად საჭირო ამოცანაა დაგეგმვისა და დაპროექტების დროს იმ ღონისძიების ჩასატარებლად, რომელიც საჭიროა ლანდშაფტის გამოყენებისა და დაცვისათვის.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9