სა სე სი სკ სო სპ სრ სტ სუ სხ
საბ სად საე სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საც სახ

საერთო დეფორმაციის მოდული

Rus. Модуль общей деформации
E. Modulus of general deformation
ნიშნავს პროპორციულობის კოეფიციენტს ქანების საერთო შედარებითი დეფორმაციასა და მათ გამომწვევ დაძაბულობას შორის. დრეკადი მოდულის ანალოგიურია. იგი გამოხატავს საერთო დეფორმაციებს (შექცევადსა და შეუქცევადს) და მათ გამომწვევ ძაბვათა შორის პროპორციულობას. საერთო დეფორმაციის მოდულს გააჩნია ძაბვის განზომილება. ქანების დეფორმაციულობის თვისების მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს განივი დეფორმაციის კოეფიციენტი, რომელიც გამოხატავს ფარდობითი განივი დეფორმაციებისა და გრძივი დეფორმაციების ფარდობას. განივი დეფორმაციების კოეფიციენტი წარმოადგენს გრძივ და განივ ფარდობით დეფორმაციათა შორის პროპორციულობის კოეფიციენტს, რომელიც კლდოვანი და ნახევრად კლდოვანი ქანებისათვის იცვლება 0.1-დან 0.4-მდე.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9