ლა ლი ლო
ლიდ ლიზ ლით ლიმ ლიო ლიპ

ლითომონიტორინგი

Rus. Литомониторинг
E. Litomonitoring
1. სამეურნეო საქმიანობისა და ბუნებრივი ფაქტორების ზეგავლენის ქვეშ მყოფი გეოლოგიური გარემოს მდგომარეობის შესწავლის, პროგნოზისა და კონტროლის სისტემა, მისი რაციონალური გამოყენების და დაცვის მიზნით. 2. ტექნიკური და ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედებით გეოლოგიური გარემოს მდგომარეობის ცვლილებებზე დაკვირვების, პროგნოზისა და მართვის სისტემა (Епищин, Трофимов, 1985), 3. ფუნქციონალური დანიშნულებიდან გამომდინარე ლითომონიტორინგი (გეომონიტორინგი) შედგება კონტროლისა და მართვის ბლოკებისაგან. კონტროლის ბლოკი ითვალისწინებს პერმანენტულ დაკვირვებას გეოლოგიური გარემოს მდგომარეობასა და პროცესების „ქცევის“ ხასიათზე, მათი ცვლილებების ტენდენციებზე დროსა და სივრცეში, აღრიცხვა - კადასტრირებასა და შეფასებას იმ ბუნებრივი და ტექნოგენური ფაქტორებისას, რომლებიც უშუალოდ თუ არაპირდაპირ გავლენას ახდენენ პროცესების მსვლელობისა და ცვლილებების მიმართულებაზე; მართვის ბლოკში შედის: ა) ავტომატიზებული ინფორმაციული სისტემის ინტელექტუალური უზრუნველყოფა, ეროვნული ინფორმაციული ბანკის ტექნოლოგიის შემუშავება, მიღებული ინფორმაციის სისტემური ანალიზი, განზოგადება, მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზების დამუშავება და, პროცესების მოსალოდნელი საშიშროების რისკიდან გამომდინარე, ინფორმაციის ოპერატიული მიწოდება; ბ) საინჟინრო დაცვითი სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სტიქიური პროცესების საწინააღმდეგო რაციონალური ღონისძიებების შეფასებას, მათ ანალიზსა და სრულყოფას, საშიში მოვლენების შერბილების თავიდან აცილების თუ შედეგების ლიკვიდაციის ოპერატიული და ხანგრძლივად გასატარებელი ღონისძიებების შემუმავებას (წერეთელი, ტატაშიძე, კვირკველია).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9