მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მძ მწ მჭ
მაგ მად მაკ მალ მარ მას მაქ მაღ

მალიმიტირებული ფაქტორი

Rus. Лимитирующий фактор
E. Limiting factors
ეს არის ეკოლოგიური ფაქტორი (სინათლე, ტემპერატურა, ნიადაგი, ბიოგენური ნივთიერებები და სხვა), რომელიც გარემოს განსაზღვრულ პირობებში ზღუდავს ორგანიზმების ცხოველქმედების გამომჟღავნებას. ამ ცნების საწყისი მოდის ბ. ლიბისის (1840) „მინიმუმის კანონიდან“ - მცენარეულობის ზრდა დამოკიდებულია იმ მკვებავ ელემენტზე, რომლებიც ნიადაგში იმყოფებიან მინიმალური რაოდენობით. ამ კანონს Ю. Одума -მ (1986) დაუმატა ორი დამხმარე პრინციპი: პირველი - შემზღუდავი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სტაციონალურ პირობებში, ეი. როცა ენერგიისა და ნივთიერების მოდინება და გადინება ბალანსირებულია. მეორე - სხვადასხვა ფაქტორის ურთიერთმოქმედება. მაგალითად, ზოგიერთ მცენარეს ესაჭიროება მცირე რაოდენობის თუნუქი, თუ ის იზრდება არა მზის შუქზე, არამედ ჩრდილში. მაშასადამე, თუნუქის კონცენტრაცია ნიადაგში მცირე ალბათობით შეიძლება იყოს მალიმიტირებელი ჩრდილის მცენარისათვის.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9