თა თე თი თო
თოვ

თოვლის ზვავების კლასიფიკაცია (ბ. ტუშინსკის მიხედვით)

Rus. Классификация лавин
E. Avalanche classification
არჩევენ ზვავების სამი სახის კლასიფიკაციას: I. თოვლის ტიპის და მდგომარეობის მიხედვით: 1. ქარბუქის მშრალი თოვლი, თოვლის ფიცრები; 2. ძველი ქარბუქის ტენიანი თოვლი; 3. ფირნის სველი თოვლი.II. მორფოლოგიის მისედვით: 1. საფუძველი - თოვლის მასის მოწყვეტა და დასრიალება სწორი ფერდობის მთელ ზედაპირზე; 2. ღარული ზვავი - თოვლის მასის ჩამოსვლა და აგორება მკაცრად ფიქსირებულ კალაპოტში; 3. მხტომარე ზვავი - თოვლის მასის თავისუფალი ვარდნა - გადაადგილება ციცაბო ფერდობებზე. III. ზვავშემკრები მორფოლოგიის მიხედვით: 1. ეროზიული ჩაჭრა; 2. დენუდაციური ძაბრი; დეფორმირებული „კარი“. ზვავის ტიპებში მოძრაობის მიხედვით გამოიყოფა: 1. მშრალი „ოსოვი“; 2. ღარული ტენიანი ზვავი ეროზიული ჩაღრმავებიდან; 3. მსტომარე სველი ხვავი დეფორმირებული „კარი“-დან.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9