სა სე სი სკ სო სპ სრ სტ სუ სხ
საბ სად საე სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საც სახ

საინჟინრო - გეოლოგიური გარემო

Rus. Инженерно - геологическая среда
E. Engineering - geological medium (environment)
ლითოსფეროს ის ნაწილი, რომელიც განიცდის სხვადასხვა ტიპის ნაგებობათა ზემოქმედებას, მათ შორის ღრმა მიწისქვეშა გამონამუშევრებიდანაც. ამ მეცნიერული მიმართულების მთავარი ამოცანაა გამომუშავებულ იქნეს კომპლექსური საინჟინრო - გეოლოგიური პროგნოზირების მეთოდები რაციონალური საპროექტო დასკენისა და საინჟინრო - გეოლოგიური კვლევის მეთოდიკის შემუშავებისათვის, საინჟინრო ღონისძიებების დასასაბუთებლად ბუნებრივ გარემოზე წარმოების მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ ცნება საინჟინრო - გეოლოგიური გარემოს დაცვა უფრო ფართო გაგებაა, ვიდრე „საინჟინრო - გეოლოგიური გარემოს რაციონალური გამოყენება“, რადგან პირველში იგულისხმება არა მარტო ოპტიმალური საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება, არამედ აუცილებელი ღონისძიებების დასახვა საინჟინრო - გეოლოგიური გარემოს აღდგენა - გაუმჯობესებისათვის (Голодсковская. 1976).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9