და დე დი დრ
დებ დეგ დედ დევ დელ დემ დენ დეპ დერ დეს დეტ დეფ დეჰ

დენუდაცია

Rus. Денудация
E. Denudation
ტერმინი პირველად გამოყენებულ იქნა ჩ. ლაიელის მიერ მცენარეული საფარის განადგურების პროცესის აღსანიშნავად. მოგვიანებით მანვე გამოიყენა ტერმინი დენუდაცია ერთობლივი პროცესი მიწის ზედაპირიდან ნამტვრევი მასალის გადაადგილების აღსანიშნავად, რომლის შედეგადაც შიშვლდება მათ ქვეშ განლაგებული ქანები. უფრო მოგვიანებით ჩ. ლაიელმა ეს ტერმინი გამოიყენა ვიწრო გაგებით, მდინარისა და ზღვის ტალღების ნგრევითი მოქმედების აღსანიშნავად. მას შემდეგ დღემდე ტერმინი დენუდაცია ესმით სხვადასხვა გვარად როგორც ფართო გაგებით, ისე ვიწრო მნიშვნელობით. დენუდაციის მნიშენელობა სხვადასხვა ავტორების მიხედვით: 1. ეგზოგენური პროცესების სინონიმი (Мушкетов, 1926); 2. ქანების ნგრევის ერთობლივი პროცესები, ნამტვრევი მასალის ჩამოტანა-გადატანა და დაშლის პროდუქტების შემდგომი დალექვა (Попов,1906); 3. ქვეყნის რეგიონის საერთო დადაბლება ეგზოგენური პროცესების ერთობლივი მოქმედების შედეგად. სინონიმი: მოსწორება, პლანაცია (Богданович, 1907); (Потяева, 1971): 4. ქანების ნგრევა, გამოფიტვა, გადატანა, ყოველგვარი ეგზოგენური პროცესების ერთობლივი მოქმედების შედეგად (Зупан, 1914); 5. გამოფიტული მასალის მასიური გადაადგილება ფერდობზე - სიბრტყითი გადარეცხვის პროცესი (Пиотровский, 1948); 6. გამოფიტული პროდუქტების მოცილება, გადაადგილება. დენუდაციის პროცესში მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს სიმძიმის ძალა, რომელიც გამოვლინდება უშუალოდ ან სხვადასხვა მოძრავი გარემოს მეშვეობით. ვიწრო გაგებით დენუდაცია არის გამოფიტული მასალის გადაადგილება სიბრტყითი წარეცხვისა და გრავიტაციული მოძრაობის შედეგად; ფართო გაგებით, ეს არის გამოფიტული მასალის გადაადგილება პროცესების ერთობლიობით და მათი შემდგომი აკუმულაციით. (ინგლისურ - საქსონურ ლიტერატურაში ტერმინ „დენუდაციას“ იყენებენ ეროზიის სინონიმად).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9