გა გე გვ გლ გნ გო გრ გუ
გრა გრი გრუ

გრანულომეტრიული შედგენილობა

Rus. Гранулометрический состав
E. Granulometric composition
გრანულომეტრიული ანუ მექანიკური შედგენილობა იძლევა ქანის დახასიათებას მისი შემადგენელი მინერალური ნაწილაკების ზომების მიხედვით და არის მისი ერთ-ერთი სტრუქტურული მაჩვენებელი. გრანულომეტრიულ შედგენილობას გამოხატავენ ქანში სხვადასხვა ზომის ფრაქციების ურთიერთ შეფარდებით აბსოლუტურად მშრალი ნიმუშის წონასთან. განსაზღვრული ზომის მარცელების ჯგუფს უწოდებენ მექანიკური შედგენილობის ფრაქციებს. მარცვალთა ზომებს, ჩვეულებრივად, გამოხატავენ მმ-ში, გრანულომეტრიული შედგენილობა მიუთითებს მინერალურ შედგენილობაზეც და ასევე ქანის გენეზისზე. ამ მეთოდს საინჟინრო გეოლოგიაში ეწოდება გრანულომეტრიული ანუ მექანიკური ანალიზი.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9