ქ. ნებისმიერი მუდმივი, ირაციონალური, ან გადაჭარბებული შიშია (ან სიძულვილი) უცხოელების, ან უცხო ადამიანების მიმართ. ამ სახის სიძულვილი, ან შიში ყოველთვის არ არის სტიმულირებული, წახალისებული, ან შეწყნარებული ხელისუფლების მხრივ.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
შეუწყნარებლობა უცხოელების მიმართ, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში. ქ ეფუძნება რწმენას, რომ უცხოელები ქმნიან ქვეყნის კულტურულ, ეკონომიკუ, სოციალურ გარემოს, აუარესებენ მკვიდრი მოსახლეობის მატერიალურ და სულიერ მდგომარეობას. ქ ჯერ კიდევ ძველი დროიდან მომდინარეობს (საკუთრივ ტერმინი ბერძნული წარმოშობისაა), მაგრამ თანამედროვე ეტაპზე სუსტად განვითარებული ქვეყნებიდან განვითარებულ ქვეყნებში მასობრივი იმიგრაციის (იხ. მიგრანტ-მუშები) პირობებში ეს მოვლენა ევროპასა და აშშ-ში ფართო მასშტაბებს იღებს და ხშირად მკვიდრ მოსახლეობასა და იმიგრანტთა შორის სისხლისმღვრელ კონფლიქტებს იწვევს. ქ რადიკალური, ექსტრემისტული პარტიების საარჩევნო პროგრამებში პოულობს ადგილს, რომლებიც დასაქმების პრობლემებს უცხოელების ფაქტორით ასაბუთებენ ევროპის საბჭო სასტიკად ებრძვის ამ მოვლენებს (იხ. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომისია). აღსანიშნავია, რომ ქ არა მარტო ევროპისა თუ აშშ-ის გარეთ მდებარე ქვეყნებიდან დაძრულ იმიგრანტებს ეხება, არამედ თვით ევროპის ამა თუ იმ ქვეყნებიდან გასულ მოსახლეობასაც.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
მტრობის გაძლიერებული განცდა ან შიში უცხოთა თუ სხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანთა მიმართ, რაც ხშირად ვლინდება არა მარტო ამგვარ ჯგუფთა მიუღებლობაში, არამედ ყოველგვარი უცხოს – ენის, ცხოვრების წესის, აზროვნების სტილისა და ა.შ. – მიუღებლობაშიც.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
E. xenophobiaGk. Xenos უცხო, უცხოელი და phobos შიში უცხოელებისა და ყოველივე უცხოურის სიძულვილი.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]