1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფია ფიდ ფიზ ფილ ფინ ფის ფიუ ფიქ

ფინანსური პერსპექტივა 2000-06

E. Financial Perspective 2000-06
ფინანსური პერსპექტივა წარმოადგენს გაერთიანების ხარჯების ჩარჩოს რამდენიმე წლის განმავლობაში. იგი ევროპის პარლამენტს, მინისტრების საბჭოსა და კომისიას შორის ინტერინსტიტუციური შეთანხმების შედეგია და მოიცავს გაერთიანების შესაძლო ხარჯების მაქსიმალურ მოცულობას. კომისია ახდენს მის ყოველწლიურ კორექტირებას ფასებისა და გაერთიანების მთლიანი ეროვნული პროდუქტის ზრდის გათვალისწინებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური პერსპექტივა არ წარმოადგენს მრავალწლიან ბიუჯეტს, რადგან ფაქტობრივი დანახარჯების ოდენობას და ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლს ყოველწლიური საბიუჯეტო პროცედურა განსაზღვრავს \nდღეისათვის დადებულია ამ ტიპის სამი ინტერინსტიტუციური შეთანხმება: პირველი - 1988-92 ფინანსური პერსპექტივა (დელორის პირველი პაკეტი), მეორე - 1993-99 ფინანსური პერსპექტივა (დელორის მეორე პაკეტი) და მესამე - 2000-06 ფინანსური პერსპექტივ \nფინანსური პერსპექტივა 2000-06 იმ ახალი ინტერინსტიტუციური შეთანხმების ნაწილია, რომელიც პროგრამა 2000-ის ფინანსური პაკეტის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ეს შეთანხმება, რომელზეც პოლიტიკური გადაწყვეტილება 1999 წლის მარტში ბერლინის სამიტზე იქნა მიღებული, შესაძლებლობას აძლევს ევროპის კავშირს, მიიღოს ახალი წევრები და იმავდროულად გააძლიეროს თავისი პოლიტიკა მკაცრი ფინანსური ჩარჩოების დაცვით \nფინანსური პერსპექტივა ადგენს სახელმძღვანელო ჩარჩოებს შვიდწლიანი პერიოდისათვის (2000-06) მიუხედავად ამისა, რომ გაფართოებამდე მასში არ შეიძლება ჩაიდოს გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები, შეთანხმებას აქვს ამ მხრივ საყურადღებო სამი თვისება \n გაზრდილია სოფლის მეურნეობის დაფინანსება, რათა მან მოიცვას სასოფლო განვითარების ახალი პოლიტიკა, ვეტერინარული ზომები, მიერთებისწინა დახმარება სასოფლო-სამეურნეო სფეროში და გაფართოებისათვის დატოვებული ზღვარი \n 2002 წლიდან 15 წევრი სახელმწიფოსათვის განკუთვნილ სტრუქტურულ ფონდებში ასიგნებები თანდათანობით შემცირდება რეგიონთა უფრო შეზღუდულ რაოდენობაზე პრიორიტეტების კონცენტრაციის გზით. სტრუქტურული ოპერაციები აგრეთვე მოიცავენ მიერთებისწინა დახმარებას \n საგარეო მოქმედებებისათვის გამოყოფილი თანხები გაზრდილია წელიწადში 2%-ით ისე, რომ დაფაროს Phare-ს პროგრამით გათვალისწინებული მიერთებისწინა დახმარების ზრდა. გარდა ამისა, მიერთებისწინა დახმარებისათვის (Phare, ISPA da Sapard) განკუთვნილი ასიგნებები უცვლელი რჩება იმის მიუხედავად, თუ განმცხადებელი ქვეყნების რა რაოდენობა მიუერთდება ევროპის კავშირს 2000-06 წლებში. ამგვარად, შესაძლებელი იქნება რესურსების კონცენტრაცია იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ეს განსაკუთრებით სჭირდებათ \nდაბოლოს, საბიუჯეტო დისციპლინა შესაძლებელს გახდის ამჟამინდელი დანახარჯების ზედა ზღვრის (გაერთიანების მთლიანი ეროვნული პროდუქტის 1,27%) შენარჩუნებას 2006 წლამდე.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9