1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფაბ ფავ ფაზ ფაი ფაკ ფალ ფამ ფან ფარ ფას ფატ ფაქ ფაშ

ფაქტების დადგენის ჯგუფები

E. Fact-finding missions
საერთაშორისო დავათა მშვიდობიანი გადაწყვეტის საშუალება. ეს პროცედურა გამოიყენება დავის მიზეზის ან შეთანხმების დარღვევის ფაქტის დასადგენად. პროცედურა შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებას, მაგალითად: მხარეთა მოსმენას, მოწმეების დაკითხვას, ადგილზე დათვალიერებას, მტკიცებულებათა მოძიებასა და ა.შ. პროცედურის განსახორციელებლად ხშირად იქმნება შერეული კომისიები, რომელთა ფორმირება ხდება სხვადასხვა წესით. შემთანხმებელი კომისიის ფორმირებას ახდენენ როგორც მხარეთა შეთანხმების, ისე მესამე მხარის წარმომადგენლები. ხშირად ფდ-ს ახორციელებს არა შერეული კომისია, არამედ საერთაშორისო ორგანიზაცია, მისი ორგანო ან ამ ორგანოს თანამდებობის პირი \nფდ-ის ჯგუფი აქტიურად გამოიყენება ადამიანის უფლებათა დარღვევის ადგილზე შესწავლის მიზნით. ეს შეიძლება ხდებოდეს საერთაშორისო ორგანიზაციისა (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, ევროპის კავშირი, დსთ და სხვ) და იმ სახელმწიფოს შეთანხმებით, რომლის ტერიტორიაზე მოხდა (ხდება) ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა ან ეს ხდება ორგანიზაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებათა საფუძველზე კონკრეტული სახელმწიფოს დაუკითხავად (მაგ., გენოციდის, ეთნიკური წმენდის, წამების და სხვ. ფაქტები).
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9