1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფაბ ფავ ფაზ ფაი ფაკ ფალ ფამ ფან ფარ ფას ფატ ფაქ ფაშ

ფაბიანობა

ფაბიანური საზოგადოება, რომელიც შეიქმნა ლონდონში 1884 წელს, და რომელსაც რომაელი მხედარმთავრის ფაბიუს მაქსიმ ვერუკუსის სახელი ეწოდა. ამ უკანასკნელს კუნკტატორს (ზოზინას) უწოდებდნენ. მან მოთმინების მეტად ზუსტი ტაქტიკის გამომუშავებითა და თავდასხმის საჭირო მომენტის შერჩევით შეძლო ჰანიბალის დამარცხება. ამ საზოგადოების არამრავალრიცხოვანი წევრები თვლიდნენ, რომ პოლიტიკური ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა დარწმუნება, რაციონალური დაგეგმვა, და არა პირდაპირი კონფრონტაცია. ბრიტანულ საზოგადოებაში აღნიშნულ მოძრაობას სათავე დაუდეს ბეატრის და სიდნეი ვებებმა, ჯორჯ ბერნარდ შოუმ, ანი ბეზანტმა და ჰიუბერტ ბლენდმა. 1900 წელს ფაბიანელებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს მუშათა წარმომადგენლობითი კომიტეტის – ლეიბორისტული პარტიის ჩანასახის შექმნაში. ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ აზრთა მრავალფეროვნებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იშვიათად გამოდიოდნენ ლეიბორისტული პარტიის „ზომიერი მემრცხენე“ ფრთის სოციალ–დემოკრატიის საზღვრებიდან.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9