E. Most Favored Nation Treatment- eatment უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის შესახებ დებულებებს მოიცავს საქართველოსა და ევროგაერთიანებას შორის დადებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება. უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის შესაბამისად, ნებისმიერი პრივილეგია თუ უპირატესობა, რომელსაც პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ერთი მხარე ანიჭებს ამა თუ იმ პროდუქციას, რომლის წარმოშობის ან დანიშნულების ადგილი არის რომელიმე მესამე სახელმწიფო, უნდა გავრცელდეს იმ პროდუქციაზეც, რომლის წარმოშობის ან დანიშნულების ადგილი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების მონაწილე რომელიმე ქვეყანაა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ერთ-ერთი მხარე მესამე ქვეყანას ასარგებლებს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით, მან უპირობოდ უნდა გაავრცელოს იგივე რეჟიმი შეთანხმების სხვა მხარეებზე \nპარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით განსაზღვრულია გამონაკლისებიც უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმიდან. კერძოდ, უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი არ შეიძლება დამყარდეს: 1) როდესაც მხარეთა მიზანია საბაჟო კავშირის ან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა; 2) როდესაც უპირატესობა ამა თუ იმ ქვეყანას ენიჭება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გადაწყვეტილებების ან სხვა საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად; 3) როდესაც პრივილეგიები დაკავშირებულია მოსაზღვრე ქვეყნებს შორის სასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობასთან.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]