ჯგუფი, რომელიც, როგორც წესი, რიცხობრივ უმცირესობაშია სახელმწიფოს მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მიმართ. მისი წევრები, რომლებიც უფრო ხშირად ამავე ქვეყნის მოქალაქეები არიან, დანარჩენი მისახლეობისაგან ეთნიკური, რელიგიური, ან ენობრივი განსხვავებებით გამოირჩევიან. ასეთი ჯგუფის წევრებს სოლიდარობის გრძნობა და საკუთარი კულტურის, ტრადიციების, რელიგიის, ან ენის შენარჩუნების სურვილი ახასიათებთ. ისინი შესაძლებელია აღმოჩნდნენ უ-ის მდგომარეობაში მაშინ, როდესაც ფაქტიურად მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. უ-ის სტატუსი ჯგუფის რაოდენობით კი არ განისაზღვრება, არამედ განმასხვავებელი ნიშნებისა და დისკრიმინაციის არსებობით. უმცირესობათა ძირითადი განმასხვავებელი ნიშნებია: 1. უ-ის წევრები სხვა ჯგუფებთან შედარებით არამომგებიან მდგომარეობაში არიან; 2. უმცირესობათა იდენტიფიცირება თვალნათლივი განმანსხვავებელი ნიშნების მიხედვით ხდება; 3. უ. არის ჯგუფი, რომელსაც სწორედ ასეთად აქვს გაცნობიერებული საკუთარი თავი და ღრმადაა დარწმუნებული საკუთარ განუმეორებლობაში; 4. არჩევნის ან აუცილებლობის მიხედვით უმცირესობათა წევრები ქორწინებას საკუთარი ჯგუფის წევრებთან ამჯობინებენ.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ