1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ტა ტე ტი ტო ტრ ტუ
ტოკ ტოლ ტომ ტონ ტოპ ტორ ტოტ

ტოკიოს პროცესი

E. Tokyo Trial
იაპონიის საერთაშორისო სამხედრო დამნაშავეთა სასამართლო პროცესი, რომლებმაც საერთაშორისო დანაშაული ჩაიდინეს მშვიდობის, ადამიანურობის, ომის კანონებისა და ჩვეულებათა წინააღმდეგ. ეს იყო საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც იაპონიის დედაქალაქში მიმდინარეობდა 3.V.1946 - 12.IX.1948. ტოკიოს სამხედრო ტრიბუნალი, ისევე როგორც ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალი (იხ.ნიურნბერგის პროცესი), ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოთა (სსრკ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, ავსტრალია, კანადა. ნიდერლანდი, ახალი ზელანდია, ფილიპინები და ინდოეთი) საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე და მოქმედებდა სისხლის სამართლის პროცესის დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად \nიაპონელ სამხედრო დამნაშავეთა გასამართლება მოხდა 1945 წლის ბერლინის (პოსტდამის) კონფერენციისა და 1945 წლის მოსკოვის თათბირის გადაწყვეტილებათა საფუძველზე, რომლებშიც იაპონიის კაპიტულაციის ერთ-ერთ პირობად გათვალისწინებული იყო სამხედრო დამნაშავეთა დასჯა. საერთაშორისო ტრიბუნალს განსახილველად გადაეცა 28 ადამიანის საქმე. განაჩენი გამოტანილ იქნა 25 პირის მიმართ (მათ შორის: 4 პრემიერ-მინისტრის, 11 ყოფილი მინისტრის, უმაღლესი გენერალიტეტის 8 წარმომადგენლის მიმართ). ტრიბუნალის განაჩენით, 7 მთავარ სამხედრო დამნაშავეს მიესაჯა სიკვდილით დასჯა, 16 მსჯავრდებულს - სამუდამო პატიმრობა, ერთს - 20 წლით და კიდევ ერთს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის განაჩენში აღინიშნა, რომ ომამდელი და ომისდროინდელი იაპონიის პოლიტიკა მიმართული იყო აგრესიული ომების საწარმოებლად, ხოლო იაპონელი მილიტარისტები ჰიტლერული გერმანიის მთავრობასთან ერთად მსოფლიო ჰეგემონიას ესწრაფვოდნენ. ზოგიერთი იაპონელი სახმედრო დამნაშავის სასამართლო პროცესი გაიმართა 1948 წესლ სსრკ-ში, ქ.ხაბაროვსკში, და იგი ხაბაროვსკის პროცესის სახელწდოებით არის ცნობილი.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9