1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სასოფლო განვითარება

E. Rural Development
სასოფლო განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთიან სოფლის მეურნეობის პოლიტიკასთან და დასაქმებასთან. შესაბამისად, ამ სფეროში განსახორციელებელი ქმედებები სხვადასხვა მიზნების მქონე სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტს ეფუძნება. სასოფლო განვითარება ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. იგი მოიცავს შემდეგ საკითხებს \n ფერმების მოდერნიზაცია \n საკვები პროდუქტების უსაფრთხოება და ხარისხი \n ფერმერების სტაბილური და სამართლიანი შემოსავლები \n გარემოსდაცვითი საკითხები \n დამატებითი ან ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნა, ქვეყნიდან გადინების შეჩერებისა და სოფლებში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით \n საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესება და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა. \nამ მიზნების მისაღწევად არსებობს ორი ტიპის ღონისძიებები \n ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკის 1992 წლის რეფორმით გათვალიწინებული ზომები: პენსიაზე ადრეული გასვლა, სასოფლო-ეკოლოგიური ღონისძიებები, ტყის განაშენიანება და პროგრამები ნაკლებად პრივილეგირებული რეგიონებისთვის \n ფერმების მოდერნიზაცია და დივერსიფიკაცია: ინვესტიციების ჩადება ფერმებში, პროგრამები დამწყები ფერმერებისთვის, მეტყევეობისთვის დამატებითი დახმარება, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და რესტრუქტურიზაცია.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9