1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სასამართლო ხელისუფლება

  1. E. Judiciary
    საერთო იურისდიქციის, საკონსტიტუციო, სპეციალური, ადმინისტრაციული სასამართლოები და ტრიბუნალები. ს.ხ. უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. მისი ძირითადი ფუნქციაა სამართლიანი, ღია, მიუდგომელი განხილვის უზრუნველყოფა იმ პირებისათვის, რომელთაც ბრალად ედებათ დანაშაულის ჩადენა (სისხლის სამართლის, ან სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით). უფრო მეტიც, ცალკეულ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების აქტები, ისე მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. სასამართლოები განიხილავენ იმ საქმეებსაც, რომლებიც დაპატიმრების მართლზომიერებას ეხება („ჰაბეას კორპუსი”, „ამპარო”). მათ ევალებათ შეასრულონ ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისა და დაცვის ძირითადი ფუნქცია (თუმცა, ხშირად ამას არ აკეთებენ)
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. ხელისუფლების მესამე შტო დემოკრატიული მმართველობის ქვეყნებში, რომელსაც ევალება ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულება. ს. ხ. ხასიათდება სამი ძირითადი ნიშნით: პირველი და ძირითადი ნიშანი არის ს. ხ.–ის დამოუკიდებლობა. მართლმსაჯულების აღსრულება მოითხოვს სასამართლოს სრულ დაუინტერესებლობასა და მის გადაწყვეტილებებში სხვა სახელისუფლებო ინსტიტუტების ჩაურევლობას. დემოკრატიულ ქვეყნებში ეს გარანტირებულია კონსტიტუციით. ს. ხ.–ის მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაა კანონმდებლობის, მათ შორის, კონსტიტუციური ნორმების დაცვის განხორციელება. როგორც წესი, ქვეყნების უმრავლესობაში ამ ფუნქციას კონსტიტუციური სასამართლო ახორციელებს. დასასრულ, ს. ხ.–ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე ზედამხედველობა.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9