1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

რა რბ რე რი რო რუ რწ
რე. რეა რებ რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეც

რეპრესიები

E. Repressions
პოლიტიკური, ან სავარაუდო მოწინააღმდეგისადმი მიმართული უკანონო ზემოქმედება. პროპორციულ პრინციპზე დამყარებული ცალკეული რ., შესაძლებელია კანონიერი იყოს, თუ ის კანონიერი ხელისუფლების მიერ ხორციელდება, რომელსაც თავს ესხმიან მოსახლეობის შეიარაღებული ჯგუფები. რ. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას გულისხმობს, რომელიც მოქმედებს შერჩეული ჯგუფების ემოციურ, ფსიქიკურ და სულიერ მდგომარეობაზე. რეპრესიული მოქმედებების სპექტრის შემადგენელი კომპონენტებია: 1. საცხოვრებელ ადგილას შეჭრა და ჩხრეკა ორდერის გარეშე; 2. პირადი საკუთრების განადგურება, ცეცხლის წაკიდების ჩათვლით; 3. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა დათრგუნვა; 4. მშობლიური ენის გამოყენების აკრძალვა; 5. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა; 6. რელიგიურ წეს-ჩვეულებათა აღსრულების აკრძალვა; 7. ფიზიკური თავდასხმა პროფკავშირულ კრებებზე; 8. ფიზიკური თავდასხმა პარტიულ კრებებზე; 9. სამსახურიდან გათავისუფლება; 10. სპეციალური აგენტების გამოყენება ძალადობის პროვოცირების მიზნით – რეპრესიების გასამართლებლად; 11. ცალკეულ ოპონენტებზე ფიზიკური თავდასხმა და მათი ცემა; 12. პოლიციის განსაკუთრებული სისასტიკე დაპატიმრების დროს; 13. უიარაღო ადამიანების და დემონსტრაციის მშვიდობიანი მონაწილეების ცემა ხელკეტების გამოყენებით; 14. ძალადობრივი გასახლება, ან ქვეყნიდან გასვლისათვის ხელის შეშლა; 15. არამართლზომიერი დაპატიმრება; 16. რეპრესიები და მუქარა მოწინააღმდეგეთა ოჯახის წევრების მიმართ; 17. წამება და დასახიჩრება; 18. პოლიტიკური მკვლელობა; 19. სიკვდილით დასჯის აღსრულება სასამართლოს განაჩენის გარეშე; 20. ცალკეულ ადამიანთა საიდუმლო გატაცება, რომელსაც თან სდევს მათი წამება და გაუჩინარება; 21. დარბევა; 22. წინასწარგანზრახული ხოცვა-ჟლეტა; 23. კატორღული შრომით, ცუდი კვებით, ძილის აკრძალვით ადამიანების განადგურება შრომითს ბანაკებში;
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9