1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

რა რბ რე რი რო რუ რწ
რე. რეა რებ რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეც

რეპარაცია

  1. E. Reparation
    საერთაშორისო სამართლის საუბიექტის მატერიალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც სამართლის დამრღვევს მხოლოდ მატერიალური ზარალის ფულადი ან გარკვეული საქონლის ანაზღაურება მოეთხოვება. მაგ., მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტიჰიტლერულმა კოალიციამ გერმანიასა და მის მოკავშირეებს დააკისრა რ-ის გადახდა ომში მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით. რ-ის გადახდა ხდება ფულადი ან სხვა მატერიალური კომპენსაციის სახით. რ განსხვავდება კონტრიბუციისგან, რომელიც 1919 წლამდე არსებობდა. ვერსალის 1919 წლის სამშვიდობო ხელშეკრულება კონტრიბუციის ნაცვლად რ-ს ითვალისწინებს როგორც მიყენებული ზარალის აღდგენის ფორმას და მის გერმანიასა და მის მოკავშირეებს აკისრებს პირველი მსოფლიო ომში (1914-1918) მიყენებული ზიანისათვის. თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რ ვრცელდება აგრესიული ომის წამომწყებ სახელმწიფოსა და მის მოკავშიორეებზე, რომლებიც მონაწილეობენ აგრესიის მსხვერპლის ტერიტორიაზე დაბომბვაში, ქვეყნის მატერიალური და ადამიანთა რესურსების განადგურებაში.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  2. E. reparation
    Fr. reparation
    G. reparation
    L. reparatio აღდგენა, განახლება
    ომით მიყენებული ზარალის საკომპენსაციო თანხა, რომელსაც ომის დამწყებად შერაცხილი სახელმწიფო უხდის გამარჯვებულ ქვეყანას.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9