მრავალქმრიანობა, ჯგუფური ქორწინების იშვიათი გადმონაშთი, როცა ერთ ქალს რამდენიმე ქმარი ჰყავს. XIX ს-ში შემორჩენილი იყო ალეუტებსა და ესკიმოსებთან, ხოლო ტიბეტსა და სამხრეთ ინდოეთის ზოგიერთ ეთნოგრაფიულ ჯგუფში უფრო გვიანაც არის დამოწმებული. როგორც ჩანს, პ. ბადებს სიტუციას, რომელიც უცხოა პოლიგინიისთვის: პ-ის დროს, როგორც წესი, ბავშვის ბიოლოგიური მამა უცნობია. პ-ის არსებობის ძირითადი მიზეზი ცხოვრების დაბალი დონეა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]