1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ოა ობ ოვ ოთ ოი ოკ ოლ ომ ოპ ორ ოფ ოქ ოშ ოხ ოჯ
ოჯა

ოჯახი

  1. ადამიანის აღწარმოების საზოგადოებრივი მექანიზმი, სისხლით ნათესაობასა ან ქორწინებაზე დაფუძნებული მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ყოფითი ერთიანობით, ურთიერთდახმარებითა და მორალური პასუხისმგებლობით. რამდენადაც მეუღლეობა და მშობლობა იღებს სოციალურ სანქციას, მორალურ და სამართლებრივ დაკანონებასა და სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას, ო. წარმოადგენს, აგრეთვე, სოციალურ ინსტიტუტს.
    ისტორიულად არსებობდა ო–ის მრავალი ფორმა. მათი სოციულოგიური ანალიზის საკვანძო ცნებებია: რთული (დიდი) და მარტივი ნუკლეარული ო. პირველი მიეკუთვნება ნათესაობით დაკავშირებულ ადამიანთა ჯგუფს, სადაც ერთად ცხოვრობს (ან მჭიდრო სიახლოვით) ნათესავთა ორზე მეტი თაობა, მეორე შედგება ცოლ–ქმრისა და შვილებისაგან ან შვილის გარეშე, ან ერთ–ერთი მშობლისა და დაუქორწინებელი შვილებისაგან. ო–ის ნუკლეარული ფორმა განვითარდა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებით, აგრეთვე გეოგრაფიული და სოციალური მიზიდულობის ზრდის კვალად. ო–ის ფორმების მრავალგვარობა დამოკიდებულია სოციალურ და კულტურულ ნორმებზე.
    თანამედროვე ო–ის ფუნქციებს შორის აღსანიშნავია: რეპროდუქციული, აღმზრდელობითი, წარმოებრივ–ეკონომიკური, სამომხმარებლო, რეკრეაციული, ურთიერთდახმარებითი და სხვ. ო–ის მზარდი როლი ბავშვთა სოციალიზაციაში აქცევს მას საზოგადოების ერთ–ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად. როგორც სოციალიზაციის პირველი აგენტი, ო. უზრუნველყოფს თაობის სოციალურ, კულტურულ და ლინგვისტურ ასპექტებს.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. family
    1. ერთად მცხოვრებ უახლოეს ნათესავთა ჯგუფი;
    2. ერთად მცხოვრები მეუღლეები, მშობლები და შვილები, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 29.22).
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9