საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ტერმინი, რომელიც უკავშირდება 1899 წლის ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე რუსი პროფესორის, ფეოდორ მარტენსის მიერ „სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში შესატანად შეთავაზებულ შემდეგ დებულებას: „ისეთ შემთხვევებში, რომლებსაც კონვენციის დებულებები არ ითვალისწინებენ, მოსახლეობისა და მეომრების დამცველად გამოდის ის სამართალი, რომელიც ცივილიზებულ ხალხთა მიერ ჩამოყალიბებული ტრადიციებიდან, ჰუმანურობის კანონებიდან და საზოგადოებრივი შეგნების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს.“ დეკლარაცია ვრცელდება ყველა იმ სიტუაციაზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დარეგულირებული საერთაშორისო სამართლით. აღნიშნული დათქმა აისახა ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ). იგი ერთგვარი სამართლებრივი გარანტიაა ომის მსხვერპლთათვის ისეთ სიტუაციებში, როდესაც პოზიტიურ სამართალაში გაკრვეული ხარვეზები არსებობს და პრობლემის დარეგულირება მხოლოდ ჰუმანურობის პრინციპის მიხედვით შეიძლება. ფ.მარტენსის ზემოაღნიშნული დებულება შევიდა საერთაშორისო სამართლის ტერმინოლოგიაში როგორც „მარტენსის დეკლარაცია (დათქმა)“.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]