1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ლა ლე ლი ლო ლტ ლუ
ლეგ ლეი ლეს ლექ

ლეგალობა

ამ ცნებით ვებერთან აღინიშნება ლეგიტიმური (კანონიერი) წესრიგის ერთ–ერთი ფორმა, დანარჩენ ორთან – ტრადიციულსა და ქარიზმატულთან ერთად. ლ. ბატონობის რაციონალური ტიპია, იგი ისეთ სოციალურ წესრიგს გულისხმობს, რომელიც ეფუძნება არსებული სამართლებრივი და ფორმალური ნორმების კანონიერების რწმენას. ლეგალური ბატონობის განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტია ბიუროკრატიის განსაკუთრებული ტიპი – ფორმალურ–რაციონალური ბიუროკრატია. ეს უკანასკნელი გულისხმობს წესების ფორმალურად დადგენილ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მართვის ერთგვაროვნებას და კერძო შემთხვევებისადმი ზოგადი ინსტრუქციების გამოყენებას. ფორმალურ–რაციონალური ბიუროკრატია მოითხოვს უპიროვნო („ანონიმურ“) ადმინისტრაციულ მოღვაწეობას და ურთიერთობათა ემოციურ ნეიტრალობას, როდესაც ინდივიდი („ფუნქციონერი“) არის სოციალური ძალაუფლების მატარებელი, რომლის რეალიზებას დადგენილი ლოგიკა და ჩარჩოები აქვს.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9