E. infrastructureG. infrastrukturL. infra ქვეშ + structura შენობა წესრიგი სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც დაქვემდებარებული, დამხმარე ხასიათი აქვს, მაგრამ მთელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს. ფართო გაგებით იგი უზრუნველყოფს კვლავწარმოების პროცესის გარეგანი პირობების შექმნას, წარმოადგენს მეურნეობის განსაკუთრებულ სფეროს, რომელიც მომსახურებას უწევს როგორც წარმოების, ისე მიმოქცევის სფეროს. განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ინფრასტრუქტურა იყოფა ოთხ დარგობრივ ჯგუფად. ესენია: წარმოების, სოციალური, ინსტიტუციონალური და ეკოლოგიური.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]